Clicky

საუკეთესო სასწავლო სათამაშოები პატარებისთვის

საუკეთესო სასწავლო სათამაშოები პატარებისთვის

ჩვილები ენერგიით არიან სავსე, როდესაც იწყებენ სამყაროს შესახებ შესწავლას. გაკვეთილები, სადაც ისინი მშვიდად სხედან და იმახსოვრებენ ფაქტებს, უბრალოდ არ შეეფერება მათ ინტერაქტიულ, ინტუიციურ სწავლის სტილს.

თამაშით სწავლის დროს, მცირეწლოვან ბავშვებს შეუძლიათ გამოიმუშავონ თავიანთი დაწვეწილი მოტორული  უნარები და აითვისონ ახალი ცნებები უფრო სწრაფად და ინსტიქტურად – და გაერთონ ამით! 

გადააქციეთ განათლების პროცესი სათამაშო დროდ ამ შესანიშნავი ნაკრებებით, რომლებიც შექმნილია იმისათვის, რომ სრულყოფილად მოერგოს პატარას ხელებს და დაიწყოს ეს მოგზაურობა.

 

LEGO DUPLO – ნომრის მატარებელი – ისწავლეთ დათვლა

10954 Lifestyle cons

ეს არის ათვლა გართობისა! დაეხმარეთ პატარებს ისწავლონ რიცხვები ამ მათემატიკური ლოკომოტივით. ამ ნაკრებს მოჰყვება ბლოკები 0-დან 9-მდე რიცხვებისთვის და სამი LEGO DUPLO® ფიგურა, მათ შორის საყვარელი ძაღლი, რომელიც ეხმარება მათ თამაშში. 

ფერადი მატარებელი შესანიშნავია მომავალი მათემატიკოსების წასახალისებლათ მათემატიკის ყველა სამშენებლო ბლოკებით!

LEGO დუპლო – დელუქსი კუბიკების ყუთი

10914 Lifestyle 02

მიეცით გასაქანი პატარა ბავშვის ფანტაზიას ამ LEGO დუპლო კუბიკებით! მათ შეუძლიათ მოაწყონ სახლი ფანჯრებით და დატვირთონ წითელი მანქანა სწრაფი მოგზაურობისთვის. 

შესაძლებლობები უსაზღვროა ამ ნაკრებით და ეს შესანიშნავი გზაა პატარა ბავშვებისთვის, რომ დაიწყონ სწავლა, თუ როგორ გადმოიტანონ გონებიდან საკუთარი იდეები და აღმოაჩინონ რა არის შესაძლებელი თამაშით.

  • Deluxe Brick Box

    0 out of 5
    298.20 

LEGO DUPLO – გასართობი პარკი

10956 Lifestyle cons

გაართეთ თქვენი პატარა ამ სუპერ-ინტერაქტიული პარკით! პატარებს შეუძლიათ გააუმჯობესონ თავიანთი მოტორული უნარები და დაიწყონ იდეების ჩამოყალიბება იმის შესახებ, თუ როგორ მოძრაობს საგნები ამ გასართობ პარკში, რომელიც სავსეა უამრავი აქსესუარითა და ფუნქციებით.

  • Amusement Park

    0 out of 5
    447.80 

LEGO DUPLO – იმხიარულეთ ბანაობის დროს: ცხოველების მოცურავე მატარებელი

10965 alt5

დატკბით, თქვენი პატარის სიხარულისაგან განცვიფრებული სახით! ამ სასიამოვნო სათამაშო კომპლექტში წარმოდგენილია მომხიბლავი პატარა კატა და საყვარელი ძაღლი, რომელთაგან თითოეული საგულდაგულოდ არის შექმნილი პატარა ბავშვებისთვის. გართობა ამ ნაკრებით არასოდეს მთავრდება! ხმოვანების ფუნქცია ახალ განზომილებას მატებს თამაშის პროცესს.

LEGO DUPLO – ჩემი პირველი ლეკვი და კნუტი

10977 alt5

დაე, ამ პატარა კატისა და ძაღლის სასიამოვნო ხმებმა თქვენი ჩვილის გული დაიპყროს! ეს მომხიბლავი შინაური ცხოველები, რომლებიც შექმნილია პატარა ბავშვისთვის შესაფერისი ნაწილებისაგან, შესანიშნავი თანამგზავრები არიან თამაშის დროს. მოუსმინეთ შინაური ცხოველების ჭიკჭიკს ჭამის დროს, ყეფას თამაშის დროს და კნუტის კვნესას ძილის დროს – კრეატიული და მიმზიდველი გზა სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის აუცილებელი ყოველდღიური ჩვევების სწავლებისა თუ ჩამოყალიბებისათვის იმ შემთხვევაში თუ აპირებთ მომავალში შინაური ცხოველის ყოლას!

  • My First Puppy & Kitten with Sounds

    0 out of 5
    158.20 

LEGO DUPLO – წყალქვეშა ნავის თავგადასავალი

10910 alt9

ბანაობის დროს სათამაშო წყალქვეშა ნავი ტივტივებს და ბუშტუკებს უშვებს ზედაპირზე. 2 მყვინთავის ფიგურით გართობის გასაზიარებლად… ვინ იცის, სად წაგიყვანთ თქვენი შემდეგი წყალქვეშა თავგადასავალი თქვენ და თქვენს პატარა წყალქვეშა ნავს.

LEAVE A COMMENT

Your email address will not be published. Required fields are marked *


has been added to your cart.
Checkout