Clicky

LEGO®-ს საუკეთესო სპორტული მანქანები

LEGO®-ს საუკეთესო სპორტული მანქანები

LEGO® Ultimate Car სერია აერთიანებს მსოფლიოს ყველაზე მოთხონად მანქანებს. რა ხდის ამ არჩევანს განსაკუთრებულს? ჩვენ ვიკვლევთ რეალურ სამყაროში არსებულ მანქანებს, რათა აღმოვაჩინოთ, თუ რატომ გვთავაზობს ეს საგულდაგულოდ შემუშავებული კოლექცია სიჩქარის სიმძლავრისა და ფუფუნების სრულყოფილ კომბინაციას და რატომ არის ეს ბენზინის ძრავების ყველაზე სრული წარდგენა.

 

კარლ ბენცს 12 წელი დასჭირდა იმისათვის რომ სტატიკური დგუშის ძრავა პირველ ავტომობილად გადაექცია, მხოლოდ ცხრა წელიწადი კი იქამდე, სანამ მძღოლები დაიწყებდნენ მისი ავტომობილით რბოლას. მოტოსპორტმა გააძლიერა კონკურენტული სულისკვეთება და წადილი შოუს გაუმჯობესებისა, ამას ხელი შეუწყო ათწლეულების განმავლობაში ტექნიკურმა ინოვაციებმა, რომლებიც სუპერმანქანების თაობებმა გამოიყენეს რბოლებში.

 ინჟინერიის საუკუნეზე მეტ საფუძველზე დაყრდნობით, არასოდეს ყოფილა დღევანდელი სუპერმანქანები ასეთი მრავალფეროვანი ან უფრო მომხიბვლელი. ისინი აგრძელებენ საზღვრების გადალახვასა, კოსმოსური-დროის მასალების, მოწინავე აეროდინამიკისა და მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ძრავების საშუალებით.

ამ ნაცნობი, საგულდაგულოდ შერჩეული ფორმულის უნიკალური ინტერპრეტაციისთვის, LEGO® Ultimate Car სერია წარმოგიდგენთ სუპერმანქანების კომბინაციას, რომლებიც ერთად აუცილებლად შექმნიან საბოლოო კოლექციას. მათ ერთად მოაქვთ ძალა, სიჩქარე, კერპული მიმზიდველობა და ალტერნატიული ძალაც კი. ამ კოლექციის გასაგებად, ჩვენ ჩავუღრმავდებით რეალურ სამყაროში არსებულ მანქანებს, რათა გავიგოთ მათი წარმომავლობა, მიზანი და სად ჯდება ისინი ოცნების მანქანების სამყაროში.

porsche 911 lead

საგზაოდ ლეგალური სარბოლო მანქანა

თავდაპირველ 911-ს დიდი ფეხსაცმელი ჰქონდა შესაავსებელი, როდესაც მან გამოცვალა Porsche 356 თითქმის 50 წლის წინ, არა მხოლოდ როგორც საგზაო მანქანად. პორშემ თავისი ისედაც შთამბეჭდავი რბოლის მემკვიდრეობაზე დაყრდნობით, ამ ახალბედამ აიღო მეხუთე ადგილი 1965 წლის მონტე კარლოს რალიზე პირველი მომხმარებლებისთვის მანქანების მიწოდებიდან რამოდენიმე თვის შემდეგ. 1966 წლისთვის 911R-მა ეს კონცეფცია უკიდურესობამდე მიიყვანა – მისმა მინაბოჭკოვანმა პანელებმა, გაშიშვლებულმა ინტერიერმა და 210 ცხენის სიმძლავრის მქონე ძრავის ავტომობილმა შემოიტანა ის, რაც შემდგომ დამკვიდრდა ათწლეულების მანძილზე ტრადიციად და ხელი შეუწყო სტანდარტულ და რბოლის ავტომობილს შორის ზღვარის გაბუნდოვნებას.

2003 წლის შემდეგ ეს კონცეფცია დამკვიდრდა როგორც Porsche 911 GT3 RS-ი. შემუშავებული და აშენებული Porsche Motorsport-ის მიერ Weissach-ში, რაც არის GT3 თასის მანქანების ფაქტობრივად ლეგალური ვერსიები, რომლებიც რბოლობენ მთელ მსოფლიოში. ეს არის აეროდინამიკურად ოპტიმიზებული ხელახალი ინტერპრეტაცია 911-ის უტყუარი სილუეტისა, რომელიც მოხსნილია მისი არსებითი ელემენტებისთვის და სრულყოფილად არის მორგებული ტრასისთვის – ამასთანავე Porsche ამატებს, რომ მფლობელების უმეტესობა ამ მანქანებს იყენებენ დანიშნულებისამებრ.

ბოჭკოვანი ნახშირბადისა და მაგნიუმის პანელების დამატებამ კიდევ 10 კგ დააკლებინა უკვე დახვეწილ GT3-ს, ამასთანავე უფრო დიდი 4.0-ლიტრიანი ძრავა უკანა ბორბლებს 500 ცხენის ძალას აწვდის უნიკალური ორმაგი გადაბმულობის ავტომატური გადაცემათა კოლოფით. შედეგები დამანგრეველად სწრაფია, Nürburgring Nordschleife-ზე მთელი ცხრა წამით უფრო სწრაფად გადის ფინიშს, ვიდრე მასზე ძლიერი Carrera GT ჰიპერკარი.

იცოდით, რომ…?

Porsche 911 GT3 RS

  • GT3 RS-ის გამოშვებისას, 4.0-ლიტრიანი ძრავა იყო ყველაზე დიდი, ყველაზე ძლიერი არატურბო ძრავა, რომელიც გამოიყენებოდა Porsche 911-ში.
  • GT3 RS-ში გამოყენებული მსუბუქი პანელები არა მხოლოდ ამცირებს წონას, არამედ ადაბლებს სიმძიმის ცენტრს.
  • GT3 RS-ს აქვს სპეციალურად შემუშავებული Michelin Pilot Sport Cup 2 საბურავები – ყველაზე განიერი, რომელიც ოდესმე დაყენებული იქნა 911-ზე, 295 მმ-ით.
  • GT3 RS „Club Sport პაკეტი“ მოიცავს სარბოლო სპეციფიკაციების სხეულის ფერის ექვსპუნქტიან გალიას და მომზადებულია ბატარიის გათიშვისათვის.
  • უფრო დიდი გამყოფი და ბორბლების თაღები ზრდის დაწევის ძალას წინა ღერძზე.
  • უკანა ფრთა შეიძლება დარეგულირდეს სწრაფ და ღია, ან ქარიანი ტექნიკური სქემებისთვის.
  • Porsche 911

    0 out of 5
    798.20 998.20 

ferrari lead

60-იანი წლების სათაყვანებელი მანქანა ხელახლა დაიბადა!

Ferrari 60-იანი წლების ბოლოს სპორტული მანქანების რბოლის მწვერვალზე იმყოფებოდა თავისი 330 P3/4 სერიის მანქანებით. ათწლეულების მანძილზე, მათ ანგარიშზეა ისეთი გამარჯვებები როგორიც არის – Mille Miglia, 3 Targa Florio და 6 Le Man-ი – აშშ-ში მოპოვებული აქვს პირველი, მეორე და მესამე ადგილი აეროდინამიკური სპორტული პროტოტიპების სამი სხვადასხვა მოდელით. 1960-იანი წლების რბოლაში გამარჯვებული Daytona SP3 სწორედ ამ პერიოდის მოდელების საინჟინრო მიღწევების რეინკარნაციას წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენებით.

330 P3-4-ის გავლენა უტყუარია; გუმბათოვანი სალონი მოსახსნელი კაბრიოლეტის სტილის სახურავით, რომელიც გადაჭიმულია თაღოვანი გადახურვიდან უკანა სპოილერამდე. მაშინ როცა სუპერმანქანების მწარმოებლების უმეტესობა ირჩევს აქტიურ აეროდინამიკას, Daytona SP3 არჩევანს აკეთებს პასიურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც დაიბადა ჯერ კიდევ 60-იანი წლების სახაზავ დაფებზე და მოითხოვს თითოეული მილიმეტრის დეტალურ ოპტიმიზაციას კომპიუტერული სიმულაციის მეშვეობით.

სტრუქტურა დამზადებულია არმირებული ნახშირ-ბოჭკოვანი მასალების გამოყენებით და ადაპტირებულია, ფორმულა 1-ის ტექნოლოგიებიდან, ამასთანავე 840 ცხ.ძ. 6.5 ლიტრიანი V12 მატორი ყველაზე ძლიერია ფერარის არსენალში. ძრავის სიმძლავრე და ბუმბულისებრი სიმსუბუქის კომბინაცია არის რბოლის ოქროს ეპოქის საუკეთესო ნიმუში.

იცოდი, რომ…?

Ferrari Daytona SP3

  • ასიმეტრიული 20 დიუმიანი ბორბლები ხელს უწყობს მოჭიდების ზრდას.
  • არხების საშუალებით ასაკეცი კარებებიდან ცივი ჰაერი მიემართება უკანა რადიატორებისკენ – ვიზუალურათ იგი 512 P racer მოდელსაც მოგვაგონებს.
  • შუა-უკანა, ძრავის განლაგება საშუალებას აძლევდა Ferrari-ს შეეცვალა V12 ძრავის შესასვლელი და გამონაბოლქვი, რაც იწვევდა 10 ცხენის ძალით გაზრდას, ვიდრე წინა 812 Competizione-ში მონაწილე ვერსია.
  • Ferrari Daytona SP3

    0 out of 5
    2198.00 

lambo lead

ელექტროფიცირებული ჰიპერკარი

Lamborghini-ს შეუძლია Miura-სთან ერთად პრეტენზია გამოთქვას სუპერმანქანის თანამედროვე ფორმულის შექმნაზე, რომელმაც აიღო ორადგილიანი სპორტული პროტოტიპის განლაგება და გზამდე მოიყვანა. Sián ავითარებს ამ კონცეფციას, და ამზადებს მას ახალი ეპოქისთვის.

იცოდით, რომ…?

Lamborghini Sián FKP 37

  • Sián-ის ჩაღრმავებული, მოჭიქული “Periscopio” სახურავის პანელი შთაგონებულია ადრეული Countach-ით. ის გვთავაზობს უფრო მკაფიო უკანა ხედს, ვიდრე დაბალი სილუეტი სხვაგვარად იძლევა საშუალებას.
  • მხოლოდა 63 მანქანა აშენდება – ლამბორჯინის დაარსების წლის საპატივსაცემოდ.
  • ასაწევი კარები ლამბორჯინის დამახასიათებელი ნიშანია. ისინი გვთავაზობენ დამატებით ხილვადობას მანევრირებისას და უფრო მარტივ წვდომას ვიწრო სივრცეებში.
  • FKP 37 არის ფოლკსვაგენის ჯგუფის ყოფილი თავმჯდომარის, ფერდინანდ კ პიეჩის (დაბადებული 1937 წელს) მიმართ პატივი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 1998 წელს Lamborghini-ს შეძენაში და გარდაიცვალა 2019 წელს Sián-ის გამოვლენამდე რამდენიმე დღით ადრე.

  • Lamborghini Sián FKP 37

    0 out of 5
    1998.20 

chiron lead

Bugatti Chiron – ოთხმაგი ტურბოთი. რეკორდსმენი!

Veyron-ს მიეწერება ჰიპერკარების კლასის გამოგონება; ის არის დედამიწაზე ყველაზე სწრაფი და მძლავრი ფუფუნების მანქანა. 2016 წელს ცნობილი გახდა, რომ 500 ერთეული პროდუქციიდან 100 უკვე გაყიდული იყო.

იცოდით, რომ…?

Bugatti Chiron

  • უმაღლესი სისწრაფის ​​რეჟიმი იხსნება მეორე გასაღებით, რომელიც აქვეითებს მანძილს მანქანიდან ასვალტამდე და არეგულირებს უკანა ფრთის სიმაღლესა და კუთხეს, რათა გაიზარდოს მოჭიდება და მიაღწიოს 261 მილს/სთ-ში.
  • Chiron-ს აქვს ყველაზე დიდი მუხრუჭები ნებისმიერი წარმოების მანქანასთან შედარებით და იყენებს უკანა ფრთას საჰაერო მუხრუჭად. 249 მილი/სთ-ში სიჩქარით სიარულისას ის ორჯერ უფრო ძლიერ დამუხრუჭების ძალას გამოიმუშავებს ვიდრე გრავიტაცია.
  • Bugatti-ის მძღოლის ეკრანი იცვლება უფრო მაღალი სიჩქარით, რათა თავიდან აიცილოს ყურადღების გაფანტვა, იგი აჩვენებს მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას მანქანაზე მყოფი 10000 სენსორიდან.
  • Chiron-ის ნახშირბადის ბოჭკოვანი შასის აშენებას ოთხი კვირა სჭირდება, რომელიც ისეთივე ხისტია, როგორც Le Mans Prototype racer და შეიცავს 2.2 მილიონი მილის ბოჭკოს.
  • “Macaron” სამკერდე ნიშანი არის იმ რამდენიმე ნაწილიდან, რომელიც არ არის ოპტიმიზირებული წონის მიხედვით. იგი დამზადებულია ვერცხლითა და მინანქრის ხუთი ფენის გამოყენებით და იწონის 155 გ.

LEAVE A COMMENT

Your email address will not be published. Required fields are marked *


has been added to your cart.
Checkout