Clicky

პერსონალური მონაცემების პოლიტიკა

პერსონალური მონაცემების პოლიტიკა

შპს აიდიოს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 200080063; მისამართი: ქ. თბილისი, ვიქტორ დოლიძის ქუჩა #46, შემდგომში „გამყიდველი“) ონლაინ მაღაზიის Kubiki.ge-ს ვებ-გვერდით სარგებლობით, უფლებას აძლევთ გამყიდველს:

მის მიერ შესაბამისი სახელშეკრულებო ან საკანონმდებლო ვალდებულების შესრულების მიზნით დაამუშავოს ჩემი ან/და ჩემ მიერ წარმოდგენილი მესამე პირების პერსონალური, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები.

ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი ინფორმაცია შესყიდვის თაობაზე (მოქმედების ვადა, სტატუსი, ფასი და სხვ.) ხელმისაწვდომი გახადოს მისი იმ დასაქმებულისათვის, შესაბამისი ანგარიშთა მმართველის ან აგენტისათვის, რომლებსაც ასეთ ინფორმაციაზე წვდომა ესაჭიროებათ მათი მოვალეობების შესრულებისათვის ან/და გამყიდველის მიერ მისი შესაბამისი სახელშეკრულებო ან საკანონმდებლო ვალდებულებების შესრულებისათვის.

პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დაამუშავოს ჩემ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ასევე გადასცეს აღნიშნული მონაცემები დაკავშირებულ (აფილირებულ), ურთიერთდამოკიდებულ კომპანიებს/პირებს იგივე მიზნებისთვის.

ამასთან, ვადასტურებ, რომ:

  • შემძენი (მესაკუთრე) მესამე პირის შემთხვევაში, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების (იმ შემთხვევაში, თუ თანხის გადამხდელი და ნივთის მიმღები სხვადასხვა პირია) ჩემს მიერ გამყიდველისათვის მიწოდების საფუძველია მონაცემთა სუბიექტების ინფორმირება და ნებაყოფლობითი თანხმობა მათი პერსონალური მონაცემების გამყიდველის მიერ დამუშავების თაობაზე და სრულად ვარ პასუხისმგებელი აღნიშნული მონაცემების გამყიდველისათვის გადმოცემაზე;
  • ვფლობ სრულ ინფორმაციას მონაცემთა დამუშავების და ჩემი, როგორც მონაცემთა სუბიექტის, კანონმდებლობით – “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით მონიჭებული უფლებების, კერძოდ, მონაცემთა დამმუშავებლისგან ჩემი მონაცემების დამუშავების თაობაზე ინფორმაციის მიღების, მონაცემთა გასწორების, განახლების, დამატების, დაბლოკვის, წაშლის და განადგურების თაობაზე.
  • გამყიდველის მიერ ჩემი/მარწმუნებლის პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების მიზნის მისაღწევად, ამასთან, ინფორმირებული ვარ ფულადი ვალდებულებების შესრულების შესახებ ჩემ მიერ გაცხადებულ თანხმობაზე უარის თქმის უფლების შეზღუდვის თაობაზე და რომ უფლებამოსილი ვარ მივიღო ინფორმაცია კომპანიისგან ჩემს/მარწმუნებლის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოვითხოვო მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება კომპანიის იურიდიულ მისამართზე წერილობითი შეტყობინების გაგზავნის, კომპანიის ტელეფონის ნომერზე (595 770330) ზარის განხორციელების ან ელექტრონული შეტყობინების გაგზავნის გზით კომპანიის ელექტრონული ფოსტის მისამართზე:[email protected]

“ქუქი”-ს გამოყენების პოლიტიკა

Cookie ფაილები და მათი გამოყენება:
Cookies – იგივე მზა ჩანაწერები, არის მცირე ზომის ტექსტური ფაილები, რომლებიც ეხმარებიან ვებგვერდს შეუფერხებელ და ეფექტურ ფუნქციონირებაში. ისინი ინახება თქვენსავე მოწყობილობაში და სურვილისამებრ შესაძლებელია მათი წაშლა.

Cookie ფაილების ტიპები, რომლებსაც იყენებს ჩვენი ვებგვერდი:

  • აუცილებელი:

    აუცილებელი ქუქი ფაილები საჭიროა ვებგვერდის საბაზისო ფუნქციების მუშაობისათვის, გვერდზე ნავიგაციისა და უსაფრთხო მოხმარებისათვის.

  • ფუნქციური:

    ფუნქციური ქუქი ფაილების მთავარი დანიშნულება არის მომხმარებლის მიერ, ვებგვერდზე გაკეთებული ამა თუ იმ არჩევანის დამახსოვრება, რათა მას ყოველ ვიზიტზე ხელახლა არ მოუხდეს ამ არჩევანის გაკეთება, მაგალითად ვებგვერდის მოხმარების წესებსა და ქუქი პოლიტიკაზე თანხმობა.

  • ანალიტიკური:

    ანალიტიკური ტიპის ქუქი ფაილები აგროვებენ ინფორმაციას ვებგვერდისა და მისი მომხმარებლის ქცევის შესახებ. იმის მიხედვით თუ ვებგვერდის რომელ ნაწილთან და სეგმენტთან აქვს მომხმარებელს ესა თუ ის ინტერაქცია.

  • მესამე მხარის ქუქი ფაილები:

    მესამე მხარის ქუქი ფაილები შეიძლება იყოს მაგალითად Google-ს და Facebook-ის. მათი მთავარი დანიშნულება არის მომხმარებლების ვებგვერდთან ინტერაქციის სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, შემდგომში ზუსტი და პერსონიზებული მარკეტინგული და სხვა შეთავაზებების მისაწოდებლად, მესამე მხარის პლატფორმებზე.

ქუქი ფიალების წაშლა:
ქუქი ფაილების წაშლა ხდება, თქვენს მოწყობილობაში არსებული ვებ-ბრაუზერის პარამეტრებიდან. ქუქი ფაილების წაშლის შემდგომ ვებ-გვერდი ხელახლა მოითხოვს თანხმობას ქუქი პოლიტიკასა და გამოყენების წესებზე თანხმობას. მათი უარყოფის შემთხვევაში, მომხმარებელს შეიძლება გაუუარესდეს ვებ-გვერდის მოხმარების გამოცდილება.