Clicky

ხშირად დასმული კითხვები

როგორ ხდება პროდუქციის მიმწოდება?

 შეკვეთის ადგილზე მიტანა განხორციელდება თანხის სრულად დაფარვის შემდგომ. თუ თქვენ განათავსებთ 100-ლარზე მეტი ღირებულების შეკვეთას ტრანსპორტირება იქნება უფასო მხოლოდ თბილისის ტერიტორიაზე შემდეგი პირობებით: თბილისის ადმინისტრაციული ტერიტორიის ნებისმიერ ადგილას მიწოდება განხორციელდება ადრესატის მისამართზე 3-4 სამუშაო დღის მანძილზე. რეგიონებში უფასო მიწოდება არ გვაქვს. სტანდარტული მიწოდება რეგიონებში განხორციელდება 4-6 სამუშაო დღის მანძილზე. დამატებით შეგიძლიათ ისარგებლოთ დაჩქარებული მიწოდების სერვისით რათა შეკვეთილი პროდუქცია მიიღოთ უფრო სწრაფად ადრესატის ზუსტ მისამართზე.  ამისათვის შეკვეთის განთავსებისას უნდა მიუთითოთ შესაბამისი მიწოდების მეთოდი. შეკვეთის ადრესატის მისამართზე მიტანა როგორც წესი ხორციელდება მხოლოდ სამუშაო დღეებში. თბილისში და მის შემოგარენში მაქსიმუმ 4 სამუშაო დღეში, ხოლო რეგიონებში 6 სამუშაო დღეში – თუ ამ ვადებში არ მოხდა შეკვეთის მოტანა გთხოვთ დაგვიკავშირდეთ დაუყოვნებლივ. თბილისის შემთხვევაში გამოსვლის წინ გიკავშირდებათ კურიერი და გითანხმდებათ მოტანის დროზე. რეგიონებში პროდუქციის მიტანა ხორციელდება საქართველოს ფოსტის, DHL-ის ან სხვა რომელიმე საკურიერო მომსახურების კომპანიის მეშვეობით.

როგორია მაღაზიის უსაფრთხოება და კომფიდენციალობა?

სისტემაში რეგისტრაციის დროს, აგრეთვე შეკვეთის გაფორმებისას მითითებული ყველა ინფორმაცია და მონაცემი საიმედოდ არის დაცული ჩვენი სისტემის მიერ და არასდროს განხორციელდება თქვენი თანხმობის გარეშე მათი გაზიარება ან სხვა მიზნით გამოყენება.  ჩვენი მაღაზიის სისტემა არ ინახავს არანაირ ანგარიშსწორებისა და საკრედიტო ბარათების ინფორმაციას რადგან ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს ბანკის ანგარიშსწორების სისტემის საშუალებით. ეს საშუალებას გვაძლევს არ შევინახოთ საკრედიტო ბარათების ნომრები და სხვა მონაცემები რათა დაცული იყოს თქვენი კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება. 

როგორ ხდება შეკვეთა?

შეკვეთის განხორციელება ხდება ონლაინ მაღაზიის საშუალებით. შეკვეთა შესრულება დაიწყება მხოლოდ ანგარიშსწორების წარმატებით დასრულების შემდეგ. როდესაც განახორციელებთ შეკვეთას, თქვენ მიიღებთ ავტომატურ დასტურს ელექტონული ფოსტის (იმეილის) საშუალებით. შეკვეთის გაფორმების შემდეგ გარკვეული პრობლემების ან კითხვების შემთხვევაში დაგიკავშირდებათ ჩვენი ოპერატორი.  იმ შემთხვევაში თუ ჩვენს ან ჩვენი პარტნიორი კომპანიების საწყობებში დაფიქსირდება პროდუქტის წყვეტა და მომხმარებელს საფასური უკვე აქვს გადახდილი, მოხდება ამ საფასურის სრული ანაზღაურება კომპანიის მიერ.  თუ აღმოჩნდება, რომ რომელიმე შეკვეთა ან პროდუქტი ვერ მოგაწოდეთ, ჩვენ სრულად დაგიბრუნებთ გადახდილ თანხას უკან (10 სამუშაო დღეში). ფასები საიტზე მოცემულია ლარებში დღგ-ს ჩათვლით.

როგორ ხდება ანგარიშსწორება?

შეკვეთის განხორციელებისას ანგარიშსწორება შესაძლებელია როგორც საკრედიტო ბარათების საშუალებით, ასევე საბანკო გადარიცხვით. საბანკო გადარიცხვისას გთხოვთ გამოიყენოთ შეკვეთის გაფორმების დროს სისტემის მიერ მოწოდებული საბანკო ანგარიშის ნომერი და რეკვიზიტები. ანგარიშსწორება უნდა განახორციელოთ 5 სამუშაო დღის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება შეკვეთის გაუქმება. საკრედიტო ბარათების საშუალებით შეკვეთის გადახდა ხორციელდება ინტერნეტით. მისი გაფორმებისას, დამატებითი საკომისიო არ არის გადასახდელი. გადახდისთვის მიიღება ნებისმიერი ბანკის Visa და Master Card ბარათები. გადახდა ხორციელდება საქართველოს ბანკის iPay უსაფრთხო გადახდების სისტემით.

ჩვენი მომსახურების პირობები

თუ თქვენ შემოხვალთ ვებ გვერდზე და შეუკვეთავთ პროდუქტს, თქვენ ავტომატურად აცხადებთ თანხმობას ვებ გვერდის წესებსა და პირობებზე. თუ თქვენ არ ეთანხმებით წესებსა და პირობებს გთხოვთ ნუ გამოიყენებთ ჩვენს ინტერნეტ-მაღაზიას.

ფასები, შეთავაზებები და აქციები შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ დროს ადმინისტრაციის მიერ. ვებ-გვერდზე განთავსებულია ასობით და ათასობით დასახელების პროდუქცია და არის შესაძლებლობა, მიუხედავად ჩვენი დიდი მცდელობისა, მოხდეს შეცდომით ნაშთის, ფასის, სურათის ან აღწერილობის საიტზე გამოქვეყნება. ამ შემთხვევაში ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს ადამიანური შეცდომის გამო. მსგავსი შეცდომების აღმოჩენის შემთხვევაში ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას მოახდინოს დაუყოვნებელი შეცდომის კორექტირება, იმ შემთხვევაშიც კი როცა მომხმარებელს აქვს საფასური გადახდილი. ასეთმ შემთხვევაში მომხმარებელს ეძლევა საშუალება გააუქმოს შეკვეთა და დაიბრუნოს თანხა უკლებლივ (სრულად) ან მოახდინოს შეკვეთის კორექტირება.

გაყიდული საქონელი უკან ბრუნდება შესაძლებელია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში!