საუკეთესო სასწავლო სათამაშოები პატარებისთვის
ჩვილები ენერგიით არიან სავსე, როდესაც იწყებენ სამყაროს შესახებ შესწავლას. გაკვეთილები, სადაც ისინი მშვიდად სხედან და იმახსოვრებენ ფაქტებს, უბრალოდ არ შეეფერება მათ ინტერაქტიულ, ინტუიციურ სწავლის სტილს.
თამაშით სწავლის დროს, მცირეწლოვან ბავშვებს შეუძლიათ გამოიმუშავონ თავიანთი დაწვეწილი მოტორული უნარები და აითვისონ ახალი ცნებები უფრო სწრაფად და ინსტიქტურად – და გაერთონ ამით!
გადააქციეთ განათლების პროცესი სათამაშო დროდ ამ შესანიშნავი ნაკრებებით, რომლებიც შექმნილია იმისათვის, რომ სრულყოფილად მოერგოს პატარას ხელებს და დაიწყოს ეს მოგზაურობა.
LEGO DUPLO – ნომრის მატარებელი – ისწავლეთ დათვლა
ეს არის ათვლა გართობისა! დაეხმარეთ პატარებს ისწავლონ რიცხვები ამ მათემატიკური ლოკომოტივით. ამ ნაკრებს მოჰყვება ბლოკები 0-დან 9-მდე რიცხვებისთვის და სამი LEGO DUPLO® ფიგურა, მათ შორის საყვარელი ძაღლი, რომელიც ეხმარება მათ თამაშში.
ფერადი მატარებელი შესანიშნავია მომავალი მათემატიკოსების წასახალისებლათ მათემატიკის ყველა სამშენებლო ბლოკებით!
LEGO დუპლო – დელუქსი კუბიკების ყუთი
მიეცით გასაქანი პატარა ბავშვის ფანტაზიას ამ LEGO დუპლო კუბიკებით! მათ შეუძლიათ მოაწყონ სახლი ფანჯრებით და დატვირთონ წითელი მანქანა სწრაფი მოგზაურობისთვის.
შესაძლებლობები უსაზღვროა ამ ნაკრებით და ეს შესანიშნავი გზაა პატარა ბავშვებისთვის, რომ დაიწყონ სწავლა, თუ როგორ გადმოიტანონ გონებიდან საკუთარი იდეები და აღმოაჩინონ რა არის შესაძლებელი თამაშით.
LEGO DUPLO – გასართობი პარკი
გაართეთ თქვენი პატარა ამ სუპერ-ინტერაქტიული პარკით! პატარებს შეუძლიათ გააუმჯობესონ თავიანთი მოტორული უნარები და დაიწყონ იდეების ჩამოყალიბება იმის შესახებ, თუ როგორ მოძრაობს საგნები ამ გასართობ პარკში, რომელიც სავსეა უამრავი აქსესუარითა და ფუნქციებით.
LEGO DUPLO – იმხიარულეთ ბანაობის დროს: ცხოველების მოცურავე მატარებელი
დატკბით, თქვენი პატარის სიხარულისაგან განცვიფრებული სახით! ამ სასიამოვნო სათამაშო კომპლექტში წარმოდგენილია მომხიბლავი პატარა კატა და საყვარელი ძაღლი, რომელთაგან თითოეული საგულდაგულოდ არის შექმნილი პატარა ბავშვებისთვის. გართობა ამ ნაკრებით არასოდეს მთავრდება! ხმოვანების ფუნქცია ახალ განზომილებას მატებს თამაშის პროცესს.
LEGO DUPLO – ჩემი პირველი ლეკვი და კნუტი
დაე, ამ პატარა კატისა და ძაღლის სასიამოვნო ხმებმა თქვენი ჩვილის გული დაიპყროს! ეს მომხიბლავი შინაური ცხოველები, რომლებიც შექმნილია პატარა ბავშვისთვის შესაფერისი ნაწილებისაგან, შესანიშნავი თანამგზავრები არიან თამაშის დროს. მოუსმინეთ შინაური ცხოველების ჭიკჭიკს ჭამის დროს, ყეფას თამაშის დროს და კნუტის კვნესას ძილის დროს – კრეატიული და მიმზიდველი გზა სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის აუცილებელი ყოველდღიური ჩვევების სწავლებისა თუ ჩამოყალიბებისათვის იმ შემთხვევაში თუ აპირებთ მომავალში შინაური ცხოველის ყოლას!
LEGO DUPLO – წყალქვეშა ნავის თავგადასავალი
ბანაობის დროს სათამაშო წყალქვეშა ნავი ტივტივებს და ბუშტუკებს უშვებს ზედაპირზე. 2 მყვინთავის ფიგურით გართობის გასაზიარებლად… ვინ იცის, სად წაგიყვანთ თქვენი შემდეგი წყალქვეშა თავგადასავალი თქვენ და თქვენს პატარა წყალქვეშა ნავს.
LEAVE A COMMENT